საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.
„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
Facebook Comments Box