GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: პრეცედენტის ძალა არავის უნდა გამოვაყენებინოთ, თორემ მერე… ვერაფერს შევაჩერებთ…

საქართველოს მოქალაქეს ვერავინ და ვერასდროს დაასანქცირებს მტკიცებულებების და ქართული სასამართლოს გარეშე! მაგრამ თუ ფარცხალაძე რუსეთის ან კამბოჯას მოქალაქეა, ჩვენ ვმოქმედებთ კონვენციების და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნის მიხედვით!,- ასე ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეუნის კონსტიტუცია გვიცავს ჩვენ- საქართველოს მოქალაქეებს!

„პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, თუნდაც მაშინ, როცა ვინმე ფარცხალაძეს ეხება ეს! პრეცედენტის ძალა არავის უნდა გამოვაყენებინოთ ჩვენი უფლებების და სახელმწიფოს წინააღმდეგ! თორემ მერე… ვერაფერს შევაჩერებთ…” ის” დაგვასანქცირებინეთ და “ამას” რატომ იცავთო, ვეღარ გვეტყვიან!

საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული ყველა უცხო ქვეყნის ზეწოლისაგან და ანგარიშსწორებისგან !

ფარცხალაძე…. ფარცხალაძე რუსეთს ებარებოდეს!“,-წერს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,016 ნახვა