GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვას და რეალიზებას, არ შეიძლება რაღაც ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლების შეზღუდვის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე

„საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება გაიყვანო კონსტიტუციური ჩარჩოს, ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა, ეს ყოვლად დაუშვებელია, აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ ძალიან საინტერესო – ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებები არის თავიდან ბოლომდე დაცული და მეორე მხრივ, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ სანქციების რეჟიმი სრულად ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე, ვინც არის სანქციების სიაში შეყვანილი დასავლელი პარტნიორების მიერ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ისე გამოდის, რომ ხვალიდან სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება, ვინც არის სიაში შეყვანილი.

„საქართველოს მოქალაქე აღარ რჩება ამ სიაში, შესაბამისად, ყველაზე გავრცელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პრინციპი თავისთავად უნდა იყოს დაცული, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება გაიყვანო შენ კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა, ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა, ეს ყოვლად დაუშვებელია, აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ ძალიან საინტერესო – ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებები არის თავიდან ბოლომდე დაცული და მეორე მხრივ, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ სრულად ვრცელდება სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე, ვინც არის სანქციების სიაში შეყვანილი დასავლელი პარტნიორების მიერ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ეს ხომ არ ჩაითვლება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვას და რეალიზებას. არ შეიძლება ჩვენ რაღაც ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლების შეზღუდვის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე. ეს არასწორი იქნება, ამიტომ, მგონია, რომ ყველა პარტნიორი გაიგებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა