GD Banner
უცხოური მედია

ერევანში დაგეგმილი სნუპ დოგის კონცერტი გადაიდო

23 სექტემბერს ერევანში ამერიკელი რეპერის სნუპ დოგის დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ DopingSpace იტყობინება. 

ამავე ცნობით, გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო. 

„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება სნუპ დოგის 23 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის გადადების შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიას და მძიმე სისასტიკეს ჩვენი თანამემამულეების მიმართ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც ბილეთები შეიძინა და მოუთმენლად ელოდა კონცერტს. ასევე გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ბილეთების მართვისა და ახალი კონცერტის თარიღის შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვარსკვლავის ჩამოყვანის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,807 ნახვა