GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო ფოჩხუა რომან გოცირიძის განცხადებაზე – ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას ფეხქვეშ თელავენ

„ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და იმპიჩმენტს ითხოვს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ.

„ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს უდანაშაულობის პრეზუმფციას ფეხქვეშ თელავენ. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ. ბატონმა რომანმა ისიც არ იცის, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის ეროვნულის შიდა რეგულაცია და კონსტიტუციის პრინციპი, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.“-წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა