GD Banner
პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა ჰგავს კაცს, რომელიც იხრჩობა და, შესაძლოა, ფსკერზე ჩაითრიოს ადამიანი, რომელიც ეხმარება

უკრაინა კაცს ჰგავს, რომელიც იხრჩობა და რომელმაც, შესაძლოა, ფსკერზე ჩაგვძიროს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, დახრჩობისას ადამიანს პანიკის გამო და ადრენალინის გავლენით წარმოუდგენელი ძალა აქვს და, შესაძლოა, დაახრჩოს ადამიანი, რომელიც მას ეხმარება.

„ეს ცოტათი ჰგავს სიტუაციას პოლონეთსა და უკრაინას შორის. უკრაინა რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, უდავოდ ძალიან რთულ ვითარებაშია, ეჭიდება, რასაც შეუძლია. უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ დავიცვათ თავი დახრჩობისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ დავიცვათ თავი დახრჩობისგან, რადგან ადამიანი, რომელიც იხრჩობა, ჩვენც თუ დაგვახრჩობს, დახმარებას ვერ მიიღებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ინტერესებზე და ამას ეფექტურად, გადამწყვეტად გავაკეთებთ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს „ორგანიზაციული მიზეზების გამო“ ვერ შეძლო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა