GD Banner
პოლიტიკა

ნათია თურნავას მოვუწოდებ გააუქმოს გადაწყვეტილება და გადადგეს – მამუკა ხაზარაძე

“მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გადადგნენ და ამ უკანონო გადაწყვეტილებას არ შეეგუვნენ, ნათია თურნავას მოვუწოდებ, გააუქმოს გადაწყვეტილება და გადადგეს” ,- ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების გადადგომას.

მისი თქმით, ნათია თურნავამ უნდა გააუქმოს ფარცხალაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და გადადგეს.

„რაც უფრო დააგვიანებს ამის გაკეთებას, მით უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის საბანკო სისტემას, რომელიც პრინციპულად გაემიჯნა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ამით გამოხატეს, რომ ისინი არიან გამჭვირვალე სისტემა და ამ სისტემაში ინახება ჩვენი მოსახლეობის 99%-ის დანაზოგები“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა