GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ირაკლი ლატარია – ფარცხალაძის მაგივრად ხაბეიშვილი რომ იყოს, იგივეს იზამდა ნათია თურნავა, ხოდა რომან გოცირიძემ თავის კუპონებს მიხედოს და უაზრო „ურა“ პატრიოტიზმი სხვაგან გამოიყენოს

ექსპერტი ირაკლი ლატარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება, რომელთა ნაწილიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და მის იმპიჩმენტს ითხოვენ. როგორც ლატარია წერს, საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და საქართველოში არსებული ანგარიშები უნდა დაუყადაღდეს? ეს სწორი მიდგომაა?

„ნათია თურნავასთან რა უნდა ამ ყაზირალს? საქართველოს მოქალაქის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი და საქართველოში არსებული ანგარიშები უნდა დაუყადაღდეს? ეს სწორი მიდგომაა?

შეიძლება რაღაცებში კარგად ვერ ვერკვეოდე და სიღრმეები არ ვიცოდე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციას თუ იცავს რომელიმე ინსტიტუტი და მასზე მაღლა არაფერს აყენებს, ამის გამო სურთ იმ ადამიანის დასჯა, რომელიც სწორედაც რომ იცავს კონსტიტუციას? ცოტა რაღაცები ამ ბოლო დროს აირია.

ვინც იცავს კანონს, ისინი დასაჯეთო ხოლო ვინც არღვევს, ისინი გაუშვითო. რა ვიცი აბა, საქართველოს მოქალაქეს რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გიცავს, არ მგონია ცუდი ფაქტი… ასევე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფარცხალაძის მაგივრად ხაბეიშვილი რომ იყოს, იგივეს იზამდა ნათია თურნავა, ხო და რომან გოცირიძემ თავის კუპონებს მიხედოს და უაზრო „ურა“ პატრიოტიზმი სხვაგან გამოიყენოს რა….“- წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,365 ნახვა