არცერთი ქვეყნის მიერ დაწესებული არცერთი სანქცია, არცერთი ქვეყნისთვის, უპირობოდ სავალდებულო არ არის. გააჩნია ვინ რას უერთდება და რას არა და ვისთვის რა არის მისი გადაწყვეტილების მოტივი, – წერს პროფესორი ზვიად ჯიჭონაია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესული ცვლილების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ჯიჭონაიას განცხადებით, არსებობს მაგალითები, როცა აშშ-ის მიერ სანქცირებული პირები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში არ არიან დასანქცირებული და – პირიქით. მისივე თქმით, ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესის გათვალისწინებით მოქმედებს და ამისთვის დამნაშავედ არ ცხადდება, საქართველოში კი, არიან დაინტერესებული პირები, რიმლებიც მზად არიან, ნებისმიერი მოტივით გადაუარონ საკუთარ ქვეყანას.
“არცერთი ქვეყნის მიერ დაწესებული არცერთი სანქცია, არცერთი ქვეყნისთვის, უპირობოდ სავალდებულო არ არის. გააჩნია ვინ რას უერთდება და რას არა და ვისთვის რა არის მისი გადაწყვეტილების მოტივი. მეტიც, აშშ-ს მიერ სანქცირებული არაერთი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ევროკავშირსა თუ დიდ ბრიტანეთში არ არის სანქცირებული. ასევე ევროკავშირისა თუ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არაერთი პირის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ იზიარებს დანარჩენი ორი. ყველა ყველაფერს საკუთარი ინტერესიდან, ან ეროვნული სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე აკეთებს და ამის გამო დამნაშავედ არ ცხადდება. და ეს ჩვენ, რა გამონაკლისი და რა ტიპის ქვეყანა ვართ, რომ ნებისმიერის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ჩვენთვის სავალდებულოა?! არც კონსტიტუიციის ხსენების უფლება გვაქვს, არც რაიმე ინტერესის, ეკონომიკურის, პოლიტიკურის, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულის?! ამ პოსტით, ბოლო დღეების მოვლენების გარშემო არსებულ ტყუილ-მართალსა და სპეკულაციათა ნიაღვარზე არაფერს ვამბობ. ცალკე საუბრის თემაა, არამედ ვეცადე დამენახვებია საკითხის მხოლოდ ერთი მხარე იმათ დასაფიქრებლად, ვინც, ოღონდ რამე ჩასძახონ და მზად არის მხოლოდ ზურგის ტვინზე დაყრდნობით, ნებისმიერი მოტივით გადაუაროს საკუთარ ქვეყანას. იმედია გოცირიძე მავნებლის კომენტარსაც, რომელზეც იმედია ბევრს არ მოუსმენია, როდესმე მიეცემა საკადრისი შეფასება. ასეთი კატეგორიული, მისი პროფესიული კომპეტენციიდან გამომდინარე ვარ, ვინაიდან რაც დღეს იკადრა იმის ფასი და შესაძლო შედეგები ყველაზე კარგად, თავად იცის.” – წერს ზვიად ჯიჭონაია Facebook-ზე.