GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე-ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც, შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის

ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც- ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება თავის ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე.

ცუცქირიძის შეფასებით, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთ რუსულ კომერციულ თუ სახელმწიფო კომპანიას თუ ბანკებს დაედო საერთაშორისო სანქციები. სანქციებს დაექვემდებარა რუსი ბიზნესმენები თუ სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თუ პუტინის უახლოესი გარემოცვაც. სანქცირების სიაში მოყვნენ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან აფილირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირებიც. ქართულ საზოგადოებაში გარკვეული გაურკვევლობა და ვნებათაღელვა მოყვა ერთის მხრივ აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას და პარალელურად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს. ოპოზიციურმა მედიამ როგორც მას ჩვევია აიტაცა ირაკლი კობახიძის კომენტარი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სადაც მან სებ-ის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად შეაფასა, რადგან თავისი არსით არის რა სისხლის სამართლებრივი სანქციები, ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება.

უფრო გასაგები რომ იყოს აღვნიშნავ, რომ ერთის მხრივ, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ – ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. მაგრამ, მეორეს მხრივ, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება თავის, ვფიქრობ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და არც მის შეუფერხებელ საქმიანობას ემუქრება რაიმე საფრთხე, აქ ზოგიერთი საექსპერტო კომენტარში, რომ ვკითხულობთ! და თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!“- გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა