GD Banner
პოლიტიკა

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა – ოთარ ანგურიძე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სანქციათა რეჟიმების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასების საგანია, თუმცა სებ-ის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის თითოულ მოქალაქეს გარანტირებული აქვს უსაფრთხოება. 

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მოქალაქეა სანქცირებული, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ ან  საგამოძიებო უწყებამ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეზღუდოს ანგარიშებზე წვდომა. ყოველ შემთხვევაში სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი“, – აცხადებს ანგურიძე. 

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები კონსტიტუციითა დაცული, სებ-ის წინა გადაწყვეტილება მოდიოდა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში და ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებები სწორედ ამის გამო შეიტანა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილებასაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. .

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა