GD Banner
პოლიტიკა

ეკატერინე გალდავა სებ-ის საბჭოს წევრობის დატოვებას არ აპირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს.

აღნიშნული bm.ge-ის თავად გალდავამ განუცხადა.

„ამ ეტაპზე არ ვაპირებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მანდატზე უარის თქმას. მიმაჩნია, რომ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნება“, – ამბობს გალდავა.

რაც შეეხება ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანების შეფასებას და ასევე, ორი ვიცე-პრეზიდენტის – პაპუნა ლეჟავას და არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, ეკატერინე გალდავა ამ გადაწყვეტილებების შეფასებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა