ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი „ნიპა“ გავრცელდა. ინდოეთის ხელისუფლებამ მასშტაბური ტესტირება დაიწყო.
მედიის ცნობით, ვირუსის შედეგად კერალას შტატში 2 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეში 2 ინფიცირებული გამოვლინდა. გასულ კვირას საჯარო შეკრებები შეზღუდეს და რამდენიმე სკოლა დაიხურა.
რა არის ნიპა ვირუსი?
ნიპა არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული ღამურის ვირუსი. ნიპას პირველი აფეთქება 1998 წელს დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა ფერმერებს შორის. ვირუსს სახელი ეწოდა იმ სოფლის მიხედვით, სადაც ის აღმოაჩინეს. Nipah არის ჰენიპავირუსის ტიპი და დაკავშირებულია ჰენდრა ვირუსთან, რომელიც პირველად აღმოაჩინეს ავსტრალიაში და გამოიწვია ადამიანებისა და ცხენების სიკვდილი. ის ცხოველებიდან ან ფრინველებიდან ვრცელდა.
ვირუსს ნიპას ახასიათებს:
✔️ ცხელება
✔️ ღებინება
✔️ რესპირატორული ინფექციები
✔️ მძიმე შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები
✔️ თავის ტვინის ანთება
✔️ კომა
ექიმების ცნობით, ვირუსი მარტივად გადამდები არაა, თუმცა, სიმპტომებიდან გამომდინარე, ის იმდენად რთული გადასატანია, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ვირუსით სიკვდილიანობა 40-75%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ინდოეთში 2018 წლის შემდეგ ეს ნიპას უკვე მე-4 აფეთქებაა.