ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი.
დრო მოვიდა, კონკრეტულად შესრულდეს აუცილებელი პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად“, – წერს შარლ მიშელი.
Facebook Comments Box