GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ზურაბ ქადაგიძე: ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლის გარეშე სახელმწიფო უშიშროებები განცხადებებს არ აკეთებენ

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, განცხადებით ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლის გარეშე სახელმწიფო უშიშროებები განცხადებებს არ აკეთებენ.

„როდესაც ოპოზიცია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული… არ უნდა გაგიკვირდეს, რომ რუსული ფედერალური ფინანსების დოტაციაზე მყოფ ხოშტარიასა და მსოფლიო დონის თაღლით კეზერაშვილს, რომელსაც მედია, NGO-სექტორი, სამოქალაქო პლატფორმები და ათობით უსამშობლო ჯიბეში ჰყავს ჩასმული, იმას არავინ იმჩნევს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქართველ ბიზნესმენს ასანქცირებენ გაურკვეველი მიზეზით (ფარცხალაძის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობა სად ნახეს, რა საინტერესოა) ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, სპეკულაციაზე… ამას ემატება ტუტუცი პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ არათუ ბრალის დადგენის შემდეგ, არამედ უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად დაიწყოს დევნა, უკვე სურათი იხატება…

და მესამე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ უკრაინის მაღალჩინოსანი ლორთქიფანიძე, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა მცდელობა საქართველოში საბოტაჟის მოწყობისა, კვლავ გეგმავს არეულობასა და დესტაბილიზაციას, ახალი არ არის, უბრალოდ, ყველა გეგმა ჩაუვარდა და ახლაც, სახელმწიფოსა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მის გეგმებს პერსპექტივა არ აქვს! ბოლოს, მამუკა მდინარაძის ძალიან სწორ მინიშნებას მოვიშველიებ – „მიშაზე რომ გვეთქვა წინასწარ, კონტეინერით შემოვა, ხომ სასაცილოდ არავის ეყოფოდაო“, ტყუილია? ანალოგიურია ახლაც, ვითომ ხუმრობენ რადიკალები – ტყუილია „მაიდანის“ მოწყობის მცდელობაო, მაგრამ ერთს შეგახსენებთ ყველას, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძვლის გარეშე სახელმწიფო უშიშროებები განცხადებებს არ აკეთებენ და ფრთხილად, ემანდ ვინმე რამეს არ წამოასკდეთ!“, – ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,367 ნახვა