რუსეთში, ბელგოროდში, 18 სექტემბერს ღამით ასო „Z“-ის სტრუქტურას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ ბელგოროდის მერი ვალენტინ დემიდოვი Telegram-ში წერს.
„დღეს საღამოს 0:29 საათზე უცნობმა პირებმა ვათუტინის გამზირთან დამონტაჟებულ „Z“-ის კონსტრუქციას ცეცხლი წაუკიდეს.
კამერამ ცეცხლის წაკიდების მომენტი დააფიქსირა, ვიდეო პოლიციას გადაეცა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“ – დაწერა დემიდოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კამერამ დააფიქსირა მანქანებიც, რომლებიც გაჩერდნენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. მერის თქმით, კონსტრუქცია პრაქტიკულად არ დაზიანებულა.
ცნობისთვის, „Z“ რუსულ სამხედრო სიმბოლიკას წარმოადგენს. ამასთან ის სამხედრო მონიშვნიდან უკრაინაში შეჭრის მომხრეების გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა.
Facebook Comments Box