GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

გვარამია სუს-ის განცხადებაზე: დააანონსეს „კუდიანებზე ნადირობის” ახალი სეზონი, ფარცხალაძის „კატასტროფის“ გადაფარვა სურთ

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რასაც გვარამია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ აშშ-ის დაწესებული სანქციების თემის გადაფარვით ხსნის. 

„სუსის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან „პაკრიშკების რევოლუცია”. მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსად ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები. დაახეთქეს რენდომ სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ. დააანონსეს „კუდიანებზე ნადირობის” ახალი სეზონი და პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს.

გულწრფელად ვურჩევ ყველას, მედიას განსაკუთრებით, რომ ამ შეგნებულად კონსტრუირებულ ისტერიას არ ავყვეთ და არ ვაქციოთ მთავარ და მნიშვნელოვან თემად, რამეთუ სწორედ ეს ინტერესი დგას ამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომელიღაც კაბინეტში საგანგებოდ დაწერილი „რუსული მოთხრობის” უკან.

ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა