„ცოტა სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მკადრებლებიც არიან და მტკიცებულებებიც ამას გვეუბნება წარსულიდან, რომ ეს ადამიანები ყველაფრისთვის არიან მზად“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთ გამოსავალს ხედავს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში მათი ყველა გეგმა არის ჩამოშლილი.
„რაც უფრო სუსტდებიან ისინი (ნაციონალური მოძრაობა), ეს რისკები მით უფრო იზრდება. რომ ნახავენ რომ სხვა შანსი არ აქვთ, არც არჩევნებით, არც სხვა ლეგიტიმური გზით, მერე იკადრებენ უკადრებელს იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი მათ არ ესახებათ. ერთადერთ გამოსავალს ხედავენ სუბიექტურ, არასამართლიან გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სხვა შემთხვევაში, მათი ყველა გეგმა არის ჩამოშლილი. სისხლიანი წარსული არ აქვთ თუ რატომ არ იკადრებენ ამ ყველაფერს? წარსულიც სისხლიანი აქვთ და მომავლის გეგმებიც სისხლიანი აქვთ სამწუხაროდ და ეს არ უნდა გავუტაროთ არცერთ შემთხვევაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.