საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გლობალური ომის პარტიის დამქაშებს სურთ მსხვერპლით, სისხლით და არეულობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უცხო ქვეყნების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დააყენა.
შაქარიშვილის თქმით, ვისაც პროპაგანდის საშუალებით ამ სცენარში ჩართვას უპირებენ, გადახედონ უკრაინის “გამოცდილებას” რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა “მაედნის” შემდეგ…ხოლო, ვინც ამას გეგმავს და გაცნობიერებულად ერთვება ჩვენი, ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევაში, იცოდეს, რომ კანონის გარდა, პასუხისგება მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე!!!
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული ფაქტების, პირების და კავშირების წარმოდგენით, დაადასტურა ის, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით – ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი. გლობალური ომის პარტიის დამქაშებს სურთ მსხვერპლით, სისხლით და არეულობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უცხო ქვეყნების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დააყენა. წარუმატებელი უკრაინული კონტრშეტევის ფონზე, მეორე ფრონტი დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს! რაღაც ახალია საჭირო, ცეცხლი უნდა გავრცელდეს! დასავლურ-ლიბერალურ პროპაგანდას ახალი მსხვერპლი ჭირდება! აღნიშნული სცენარი კავშირშია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურეს ესკალაციასთანაც. მშვიდობის და სტაბილურობის ისეთ რელსებზე დგება საქართველო, საიდანაც გადაყვანა ძალიან გაუჭირდება, ისედაც კატასტროფის წინაშე მყოფ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, ამიტომ დრო არ ითმენს, ოქტომბერ-დეკემბერში სასწრაფო “მაედანიზაცია!” დრო შემთხვევით არ არის შერჩეული, სწორედ ოქტომბერ-დეკემბერია ის პერიოდი, როდესაც ევროკავშირმა “პადაჩა” უნდა აუწიოს “მაედანიზაციის” სცენარს – სტატუსზე კიდევ ერთი უსამართლო და უსაფუძვლო უარით. ყველას ვურჩევ, ვისაც პროპაგანდის საშუალებით ამ სცენარში ჩართვას უპირებენ, გადახედონ უკრაინის “გამოცდილებას” რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა “მაედნის” შემდეგ… ხოლო, ვინც ამას გეგმავს და გაცნობიერებულად ერთვება ჩვენი, ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევაში, იცოდეს, რომ კანონის გარდა, პასუხისგება მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე!!!“- წერს ვატო შაქარიშვილი.