GD Banner
პოლიტიკა

გია ლორთქიფანიძის ადვოკატი: სუს-ს რომ ჰქონდეს ჩანაწერები, ბრიფინგს ამით დაიწყებდა. ბატურინი სულ 3-ჯერ ყავს ნანახი

სრული ბოდვა, – ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები და პირები, მათ შორის ის, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

როგორც ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ყოფილი მაღალჩინოსანი 8 წელია, რაც ქვეყანაში არ იმყოფება, შესაბამისად, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია და არც არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სუს-მა კონკრეტული მტკიცებულებებიც გამოაქვეყნოს, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ამდაგვარი ჩანაწერები სუს-ს რომ ჰქონდეს, ბრიფინგს ამით დაიწყებდა. ბატურინზე განაცხადა, რომ სულ 3-ჯერ მყავს ნანახიო, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ აქვს, შესაბამისად, ვერანაირი ჩანაწერი ვერ იარსებებს. განცხადებაში მოყვანილ ბოდვასთან გიორგი ლორთქიფანიძეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. თუ იმას მეკითხებით, შეიძლება თუ არა, გიორგი ლორთქიფანიძე მორიგი ბრალდების მსხვერპლი გახდეს, ამ ხელისუფლების პირობებში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,039 ნახვა