დონალდ ტრამპის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, უკრაინაში ომი არ დაეწყო. „მე მას ვუთხარი, არ გააკეთო ეს, ვლადიმერ“. განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში რუსეთი არ შეიჭრებოდა და პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დაასრულებს.
Facebook Comments Box