GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია, თუ ადმინისტრაციული ცენტრი თბილისთან ერთად ქუთაისშიც არ იქნება – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „გამარჯვების პლატფორმის“ შეხვედრას ეხმაურება, რომელზეც გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო და განაცხადა, რომ მათი „გამარჯვებისთანავე, საქართველოს პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდება“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს, აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია, თუ ადმინისტრაციული ცენტრი თბილისთან ერთად ქუთაისშიც არ იქნება.

„ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ განწყობით, რომელიც გუშინ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან სუფევდა. საქართველო ვერ იქნება სრულფასოვანი, ძლიერი სახელმწიფო აფხაზეთის შემოერთების გარეშე, ხოლო აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია, თუკი ადმინისტრაციული ცენტრი თბილისთან ერთად, ქუთაისშიც არ იქნება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,030 ნახვა