GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს თავად ევროკავშირმა უნდა დაანახოს, რომ დამაჯერებელი და სანდოა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში

ქართველ ხალხს თავად ევროკავშირმა უნდა დაანახოს, რომ დამაჯერებელია და სანდოა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში, , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„გუშინ თუ გუშინწინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც თავად ევროკავშირმა ჩაატარა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში. ეს კვლევა ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ცოდნას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ამ კვლევამ როგორც აჩვენა, ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა საქართველოს მოსახლეობაში, შარშანდელთან შედარებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 11%-ით არის შემცირებული. ვფიქრობ, ეს არის იმ იმედგაცრუების ასახვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს ევროკავშირის მიმართ იმის გამო, რომ შარშან, ივნისში ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს 12 რეკომენდაციის საკითხში თითი-თითზეც რომ არ დაედო, საქართველო ყველა პარამეტრით დღესაც ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,653 ნახვა