არ დაგავიწყდეთ “მთავარი არხის” მოღალატე მანქურთების გაერთიანება. ეს ბრბო ყველანაირ ტყუილს მოიგონებს, ყველა პროვოკაციაზე წავა, ოღონდ რამენაირად საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ეს „ფეიკი“ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ამაზე ნათლად არაფერი ასახავს ოპოზიციის პროპაგანდისტების უბინძურეს სახეს.
„არ დაგავიწყდეთ “მთავარი არხის” მოღალატე მანქურთების გაერთიანება. ეს ბრბო ყველანაირ ტყუილს მოიგონებს, ყველა პროვოკაციაზე წავა, ოღონდ რამენაირად საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს. რამდენიმე დღის წინ, მათი მოგონილი ეს ფეიკი არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ამაზე ნათლად არაფერი ასახავს ოპოზიციის პროპაგანდისტების უბინძურეს სახეს“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.