GD Banner
პოლიტიკა

ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო

ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო. აკრძალვა 15 სექტემბერს იწურება.

პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ის არ გააუქმებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას. მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ბულგარეთი ეთანხმება ევროპულ გადაწყვეტილებას.

ევროკომისიამ 2 მაისიდან დროებით აკრძალა ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას თესლის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო, გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნების ფერმერების პროდუქტებს შეუმცირდა კონკურენტუნარიანობა. მათ არ შეეძლოთ პროდუქციის ფასის დაწევა და მათი წარმოება წამგებიანი ხდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,857 ნახვა