GD Banner
პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: სად ნახა ვინმემ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე, კეზერაშვილისგან განსხვავებით, არც პარტიებს, „ენჯეოებს“ აფინანსებს და არც მედიასაშუალებებს ფლობს

„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„გლობალური ომის პარტია საქართველოს მეორე ფრონტის არ გახსნას არ პატიობს და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში ვითარება რამენაირად არიოს, ხელისუფლება შეცვალოს, რისთვისაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც აქტიურად იყენებს“, – ვკითხულობთ წერილში. გადაწყვეტილების ტექსტში ნათქვამია, რომ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. დოკუმენტში ასევე წერია, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენის მოხდენისთვის იყენებს“.

„სანქციის მიზეზის განმარტება იმდენად არასერიოზულია, რომ გადაწყვეტილების უკან აშკარად სრულიად სხვა პოლიტიკური მოტივი იკითხება. გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არც ერთხელ არ გამოჩენილა. დავით კეზერაშვილისგან განსხვავებით, არც პარტიებს, „ენჯეოებს“ აფინანსებს და არც მედიასაშუალებებს ფლობს. ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა ბუნებაში არ არსებობს და აშკარაა, რომ ვიღაცას ამ ყველაფრის გამოგონება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასჭირდა“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

რა საფუძველი აქვს „ხალხის ძალის“ ამ განცხადებას, – „მოამბის“ შეკითხვებს პარლამენტის წევრმა და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა