GD Banner
საგარეო პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, უკრაინამ გოპაკი არ დაივიწყოს, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე – პუტინი ბლინკენის განცხადებაზე

მნიშვნელოვანია, უკრაინამ გოპაკი არ დაივიწყოს, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა

ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა  იმასთან დაკავშირებით, რომ „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“.

„ვფიქრობ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოს გოპაკი, ეს მნიშვნელოვანია, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე“, – დასძინა პუტინმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“ და რომ შეერთებულ შტატებს ჯერ არ უნახავს პუტინის მხრიდან დიპლომატიის მიმართ ინტერესის ნიშნები.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა