სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.
„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
Facebook Comments Box