,,ევროპული პერსპექტივა საქართველოში რომ ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, დიდი ხანია რაც ნათელი და გარკვეულია. ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო შუასაუკუნეებში, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა. ახლაც საქართველოს ცალკე ხსენება და გამოყოფა რაზე უნდა მიანიშნებდეს?!
ისე გამოდის, რომ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, ხოლო, საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული პერსპექტივა ისევ მხოლოდ მნიშვნელოვან ამბად დარჩება?! საგულისხმოა, რომ ამ ჩამონათვალში არ არის თურქეთი, რომელიც დიდი ხანია კანდიდატია და ისე ხომ არ ხდება, რომ, რაც არ უნდა ვქნათ, გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს თურქეთზე ადრე მაინც ვერ მიიღებენ და ქვეყნის შიგნით ტყუილად ვხოცავთ ერთმანეთს?!”-წერს ვასილ მაღლაფერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე