GD Banner
პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წქსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფრენებთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.  აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“  გაფორმებული ორი ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი”, – ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული ფრენების ხარჯებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა