თბილისში, შანხაის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ბინაში მყოფი პირი იმუქრებოდა, რომ ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა და მას აამოქმედებდა, თუ სამართალდამცველები შევიდოდნენ.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბინაში ასაფეთქებელი საშუალება არ აღმოჩნდა.
ადგილზე პოლიციის, სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.
ამ დროისთვის, ტერიტორიაზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები რჩებიან და იქ მცხოვრებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
Facebook Comments Box