„აზერბაიჯანი სომხეთის საზღვრის და მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების ხაზის გასწვრივ ჯარის გადაადგილებას განაგრძობს. მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაცია ძალზე მძიმეა. ერთი რუსული სატვირთო, რომელმაც ამ დღეებში იქ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, სიტუაციაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთისა და საფრანგეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ყარაბაღში კვლავ ვერ შედის და ისინი კორნიძორის მახლობლად იმყოფებიან.
„საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ მოუწოდებს აზერბაიჯანს, რომ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა შეწყვიტოს. ამისთვის ყველა აუცილებელი დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა. ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება შეუფერხებლად უნდა ხდებოდეს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მოლაპარაკებაში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ გაჩნდება სტეფანაკერტი-ბაქოს მოლაპარაკების დიალოგის სანდო მექანიზმი. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს სტეფანაკერტიდან, რომ ამ დიალოგში ჩართავენ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების ხაზთან მძიმე ტექნიკა განათავსა.