GD Banner
პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ კალაძემ 14 სექტემბერს ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული სტატუსის მიღება-არმიღება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლო, არასწორი, იმიტომ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, თავისი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით და ა.შ. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს. გულწრფელად ეს დამოკიდებულება მაქვს, რადგან მართლაც ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს სტატუსს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა