პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე თვლის, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ფრენებისთვის გახარჯული თანხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
„რაც შეეხება ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის [თანხის] ხარჯვას, კატეგორიულად მიუღებელია და გამართლებული არ არის, მითუმეტეს საუბარია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, გადაადგილებისთვის. გუშინაც ვთქვი, მომიწია განცხადების გაკეთება, ალბათ გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოიკვლიოს ყველა დეტალი რა ხდებოდა რეალურად“, – განაცხადა კალაძემ.
თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.