GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც კელი დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და ამხილა „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამაზე გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს უარი უთხრა საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნაზე.

კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში ამხილა.

„ეს არის სპეკულაციები. ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში. თქვენ გახსოვთ როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც კელი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და ამხილა „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კაპანაძე და ეს ადამიანები არიან „ნაცმოძრაობა“, ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და ამხილა ისინი ტყუილში და მადლობა ამისთვის ამერიკის საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,296 ნახვა