GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება უმსგავსობის მწვერვალია- 14 მილიონი დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „კურირში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways – ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება უმსგავსობის მწვერვალია – 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე.

„სააკაშვილი, რომ ბიუჯეტიდან მილიონებს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდა ყველასთვის ცნობილია. სამკურნალოდ, საბოტექსოდ, საყვარლებბისთვის საჩუქრები, შიშველი მკერდით დახატული სურათები თუ ათასი უბედურებაზე ბიუჯეტი ხრავდნენ ჩვეულებრივად. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება მგონი უმსგავსობის მწვერვალია- 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე!!! რამდენი რამე შეიძლებოდა ამ თანხით როგორც ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე სამხედრო მოსამსახურეების თუნდაც სოციალური პაკეტების გასავითარებლად!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,291 ნახვა