GD Banner
პოლიტიკა

აშშ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს – თურქული მედია

„უკრაინაში ომის დაწყებამდე და მის შემდეგ, აშშ რუსეთის წინააღმდეგ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდა“, – ამის შესახებ თურქული გამოცემა cumhuriyet.com.tr პოლიტიკური მიმომხილველის, მეჰმეთ ალი გიულერის სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ომის დაწყებამდე 4 თვით ადრე საქართველოში მიხეილ სააკაშვილი გააგზავნეს, მაგრამ მან წარმატებას ვერ მიაღწია.

„ვიდრე ხელისუფლებაში ვართ, ჩვენ აქ მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გარკვეულწილად დღევანდელი ომი ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-მა საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გზის გაკაფვას შეეცადა. აშშ-ში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი მალე დაიღლება, რადგანაც მასზე დარტყმები როგორც დასავლეთის, ასევე, სამხრეთის მხრიდან განხორციელდება, ხოლო უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებით შავი ზღვა „ნატოს ტბად“ გადაიქცევა.

აშშ-ის ნაბიჯები

იმის ალბათობა, რომ აშშ კავკასიის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნის, ძალზე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ამ მიმართულებით არ იმუშავებს და კავკასიაში არეულობის პროვოცირებას არ შეეცდება. შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნა ვერ მოხერხდეს, მაგრამ რუსეთის სამხრეთ ნაწილში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა მაინც ვაშინგტონის ინტერესებშია.

ამ მიმართულებით შეერთებულმა შტატებმა ბოლო დროს რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მათ რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის სამმხრივი მშვიდობის დარღვევა სცადეს და სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში ჩართვას შეეცადა.

ამას სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება მოჰყვა: „უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთზე დამოკიდებულება სომხეთის სტრატეგიული შეცდომა იყო“.

ამ განცხადებას ნატოს გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარე გიუნტერ ფელინგერის განცხადება მოჰყვა, რომლის თქმით, „სომხეთი ნატოს წევრი უნდა გახდეს“. ამავე დროს ამერიკულ-სომხური 10-დღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

კრემლის მწვავე ნოტა ერევანს

რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ როსეთი ამერიკის ამ პროვოკაციას უბრალოდ დააკვირდება. კრემლმა ძალზე მწვავედ გააფრთხილა ერევანი და ფაშინიანის ადმინისტრაცია ოთხი არამეგობრული ნაბიჯის შესახებ:

  • ეჭვქვეშ დგება რუსეთთან მიღწეული სამმხრივი შეთანხმება აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის თვალსაზრისით“
  • ინიციირებული იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი კიევში გაემგზავრა, რათა უკრაინის ნაცისტური რეჟიმისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანა
  • სომხეთში აშშ-სომხეთის სამხედრო წვრთნები დაიწყო.

აშშ თურქეთსა და ირანს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

აშშ-ის მხრიდან პროვოკაციის რეალური მასშტაბი, რომლითაც აღშფოთებულები ვართ, იმაში მდგომარეობს, რომ უკვე ორ კვირაზე მეტია აზერბაიჯან-სომხეთის ომის განახლების საფრთხეზე საუბარი მიმდინარეობს. ვინც ამას ცდილობს, უფრო შორსაც იყურება, მათ სურთ აზერბაიჯან-სომხეთის ომით კონფლიქტი შემდგომ თურქეთსა და ირანს შორის მოხდეს.

კრემლის მტკიცე პასუხი, ასევე, ამ პროცესში ჩარევას ნიშნავს. ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი, რათა კონფლიქტი არ იყოს დაშვებული, არის სამმხრივი თანამშრომლობა თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის, რათა კავკასიაში აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის გეგმები არ განხორციელდეს.

სხვათა შორის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ეტაპზე ბაქო მზად არის, რომ აღდამი-ხანკენდის გზით მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნოს.

უნდა ამოქმედდეს პლატფორმა 3+3

კრიზისი გრძელდება, მაგრამ შესაძლებელია სამი ძირითადი დასკვნის გამოტანა:

👉 კავკასიაში აშშ-ის პროვოკაციები გაგრძელდება. ამიტომ პრობლემების საბოლოო გადაჭრისთვის აუცილებელია პლატფორმის, 3+3 ამოქმედება, რომელშიც შევლენ თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო

👉 თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა არის ანგლოსაქსონური პროექტების დაუშვებლობის საუკეთესო საშუალება როგორც გასულ საუკუნეში, ასევე ამ საუკუნეშიც

👉 თურქეთმა და ირანმა უნდა აწარმოოს სერიოზული ბრძოლა იმ პოლიტიკური იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომლის გატარებასაც საკუთარი ოპოზიცია ცდილობს“, – წერს cumhuriyet.com.tr-ის პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმეთ ალი გიულერი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,296 ნახვა