GD Banner
ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე – ეს შესაძლებლობებს ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით, გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაში ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივას ხედავს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ძლიერი ეკონომიკა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესშიც მნიშვნელოვანია.

„ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებს ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით და იცით, რომ ჩინეთიდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ზოგადად, პოპულარულია გარე ტურიზმი ჩინეთში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს სეგმენტიც მოიზიდოს საქართველომ და ამას როგორც თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ისე პირდაპირი ფრენები შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სხვა კონტექსტში ამის ჩასმას, არ მგონია, რომ ეს რაიმენაირად რელევანტური იყოს. მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ, მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის სიძლიერე. ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა არავის არ სჭირდება ევროკავშირი. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივცეთ ქართულ ეკონომიკას მეტი შესაძლებლობები, რომ გაძლიერდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა