GD Banner
უცხოური მედია

„დიდ ოცეულს საამაყო არაფერი აქვს“ – ოლეგ ნიკოლენკო ომთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტს აკრიტიკებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ის გვერდის საშუალებით ეხმაურება დიდი ოცეულის (G20) სამიტზე მიღებულ დეკლარაციას და მის ტექსტს აკრიტიკებს. როგორც ნიკოლენკო წერს, მასში აზრი არასწორი ფორმულირებებით არის ჩამოყალიბებული, მაგალითისთვის, არ არის ნახსენები „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“. 

ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა მადლობელია იმ პარტნიორების, რომლებიც ტექსტში ძლიერი ფორმულირებების შეტანას ცდილობდნენ, თუმცა, მისივე თქმით, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ნაწილში, დიდ ოცეულს საამაყო არაფერი აქვს“.

დეკლარაციის ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეხება, ნიკოლენკო წითლად ჩასწორებული ვერსიით ავრცელებს:

ტექსტში „ომი უკრაინაში“ და მოწოდება „ყველა სახელმწიფოსადმი“, იმოქმედონ გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, ჩანაცვლებულია „უკრაინის წინააღმდეგ ომით“ და რუსეთისადმი მოწოდებით, იმოქმედოს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. 

ამასთან, სიტყვები „უკრაინის კრიზისი“, გადაკეთებულია წინადადებით „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,751 ნახვა