GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ბორის ჯონსონი: გვჭირდება ნატოს მკაფიო სიგნალი უკრაინის მიღების მზაობის შესახებ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების შესახებ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია. ამის შესახებ ჯონსონმა კიევში გამართულ ფორუმზე განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველა ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა, გვესმის, რომ მშვიდობას ვერ მივაღწევთ პუტინთან შეთანხმებით. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და თქვენ ნახეთ როგორ განვითარდა პროცესები,“ – აღნიშნა ჯონსონმა. 

მისი თქმით, ნატოში უკრაინის არმიღების მიზეზი, მიმდინარე ომია. 

„ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში.ახლა ნათლად უნდა ვთქვათ, რომ გვინდა უკრაინა რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი“, – დასძინა ჯონსონმა. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა