GD Banner
უცხოური მედია

ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტს თუ დაესწრება, არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილიაში ვლადიმერ პუტინს არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტს დაესწრება.

ლულამ თქვა, რომ პუტინი იქნება მიწვეული მომავალი წლის ღონისძიებაზე და აღნიშნა, რომ ის თავად აპირებს დაესწროს BRICS-ის განვითარებადი ქვეყნების ბლოკის შეხვედრას.

„მჯერა, რომ პუტინი ადვილად მოვა ბრაზილიაში. შემიძლია გითხრათ, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, მას არ დააპატიმრებენ“,- განაცხადა ლულა და სილვამ.

როგორც „როიტერი“ წერს, პუტინმა არაერთხელ გამოტოვა საერთაშორისო შეხვედრები და არ დაესწრო დელიში G20-ის შეკრებას, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაგზავნა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,807 ნახვა