საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე, უხვი ნალექის გამო, მდინარე ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს
გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
Facebook Comments Box