GD Banner
პოლიტიკა

რატი ბრეგაძე გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ: ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარი იყო ის მოვლენები, რაც ნიკანორ მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად მოჰყვა, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

„ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო მისი განცხადება, რომ, თუკი, თუნდაც, კანონიერი ღონისძიების აღსრულება საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან პოლიტიკურ სტაბილურობას, ის არ უნდა აღსრულდეს. ის სწორედ ამ მოტივით გადადგა. ეს გადაწყვეტილება რომ შევაფასოთ, გამოდის, რომ ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც გამაგრდება შენობაში, გააკეთებს მხარდამჭერების მობილიზებას, წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას და, თუკი არსებობს რისკები, კანონიერი ღონისძიება არ უნდა აღსრულდეს?! ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედი LIVE“-ს ეთერში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა