GD Banner
პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში პირველ ადგილზე გავალთ, „ქართული ოცნება“ დამთავრებულია“ – გიორგი ვაშაძე

შეგახსენებთ, რომ ეს არჩევნები არის ერთტურიანი. აქ მეორე ტური აღარ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველ ადგილზე გავალთ და თუ ეს მოხდება, „ქართული ოცნება“ დამთავრებულია. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში, მისი პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ ბარიერს სხვებიც გადალახავენ, „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნის კოალიციურ მთავრობას, რომელიც სწრაფი ტემპით განახორციელებს რეფორმებს. ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და 2030 წელს ყველაფერი საქართველოზე იქნება დამოკიდებული.

„ვეთანხმები ბატონ ბორელს, რომ ეს რეფორმები საქართველოსთვისაა და არა ევროკავშირისთვის. დღეს ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ საქართველო იქნება პროაქტიური, თუ იქნება კარზე მოკაკუნე, რომელიც ეუბნება, რომ მზად ვარ, ვაკეთებ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებ, ვვითარდები ეკონომიკურად, ინვესტიციებს ვიზიდავ, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე მე ვარ შენი მთავარი პორპოსტი, რომ ევრაზია ერთმანეთს დავაკავშიროთ, ვაშენებ ანაკლიის პორტს, შემომყავს ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს 2030 წელზე ადრე შეუძლია მიიღოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა“,-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, ასეთი საქართველო უკვე ახსოვს ევროკავშირს, მაგრამ დღეს ინტელექტუალური რესურსი განდევნილი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ისინი მოლდოვასა და უკრაინას ეხმარებიან რეფორმების წარმოებაში.

„აი ამაშია ყველაზე დიდი გულის ტკენა. როცა მე ბრიუსელში შეხვედრებზე ვიყავი და ვეუბენბობოდი, იქნებ ექსპერტული ჯგუფები გამოაგზავნოთ მეთქი, რომელიც ეტყვის „ქართულ ოცნებას“, რა არის გასაკეთებელი, ღიმილით გადმომხედეს და იცით, რა მითხრეს? -საქართველოში ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტია, ვიდრე საქართველოს სჭირდება, მაგრამ თქვენი სპეციალისტები დღეს უკრაინასა და მოლდოვაში გვეხმარებიან რეფორმების გასატარებლად, რადგან ის ინტელექტუალური რესურსი განდევნილი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან“,- განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,826 ნახვა