საქართველოს ყოველთვის შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. გვინდა, რომ საქართველომ ევროპეიზაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. გვინდა გაიმარჯვოთ, ამისთვის ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც იქნება საჭირო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის ძალიან წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით.
ამასთან, მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რუსეთი იზოლირებული იყოს.
მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნას აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა.
შემდეგი გზავნილი უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გარკვეული ვალდებულება მიიღო და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, საქართველოში მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცოცხალი, დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს ინფორმაცია თავისუფალი. ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი.
ჩემი მესამე გზავნილი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. დღეს ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყველაზე ძლიერი უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტშია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებით, ინვესტიციებით. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში. მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს. პირადად მექნება შესაძლებლობა სასაზღვრო ზონაში ჩავიდე და ვნახო სიტუაცია და ბოლოს, ასევე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენს მხარეს ვართ, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალები გაძლიერდეს, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. საქართველოს ყოველთვის შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. გვინდა, რომ საქართველომ ევროპეიზაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. გვინდა გაიმარჯვოთ, ამისთვის ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც იქნება საჭირო“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.