თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია ერთი პირი.
არსებული ცნობით, დაპირისპირებაში, რომელიც გვიან ღამე მოხდა, 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ უძღოდა წარსულში არსებული კონფლიქტი.
შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. ტყვია მოხვდა ერთ-ერთ გამვლელსაც.
ამავე ცნობით, კონფლიქტში მონაწილე ერთ პირს ბარძაყის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული, მას 5-ჯერ ესროლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
Facebook Comments Box