GD Banner
Uncategorized

აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს

პირველად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა

მისი თქმით, მათ, ვინც წვლილი შეიტანა პუტინის აგრესიულ ომში, უნდა გადაიხადონ საფასური.

„ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რაც უკრაინელ ვეტერანებს მოხმარდება“, – აღნიშნა ბლინკენმა.

საუბარია 5,4 მილიონ დოლარზე. თანხები უკრაინას ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების ფარგლებში გადაერიცხება.

ბლინკენმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ახორციელებს საერთაშორისო ზეწოლას რუსეთზე, რათა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,883 ნახვა