GD Banner
პოლიტიკა

ნინო ლომჯარიას პლატფორმის პიარ სამსახურს ტვ პირველის წამყვანი, ვიკა ბუკია უხელმძღვანელებს

„არაჩვეულებრივი ადამიანებისგან შემდგარი გუნდის წევრი გავხდი. ნინოსთან მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერებაა“- ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ დაფუძნებული პლატფორმის პიარ სამსახურს უხელმძღვანელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩემს ცხოვრებაში: არაჩვეულებრივი ადამიანებისგან შემდგარი გუნდის წევრი გავხდი. ნინოსთან მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამავდროულად – უკიდურესად დიდი პასუხისმგებლობა სულ, სულ ციცქნა საქმეებსაც რომ ვაკეთებდე ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩემთვის მაინც დიდი და სატრაბახო ამბავია. აქვე, ვიცი რასაც მკითხავთ ინბოქსში. ჩემს საყვარელ გადაცემაშიც ვრჩები და მანანა ჩიქობავადაც მოგელანდებით მესამედ ვდებ ამ პოსტს და ლოცვას ვაძლიერებ“-წერს ვიკა ბუკია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,365 ნახვა