GD Banner
პოლიტიკა

გივი მიქანაძე – მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში

მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც განხორციელდება შემდეგი სქემა – ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს, 5 წლის ვადით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები, ეს რაოდენობა ანუ, ანუ კვორუმი იზრდება და იქნება 3/5 ამ პროექტის მიხედვით, ანუ, 90 ხმაზე იქნება ორიენტირებული – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის 76 ხმა და ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის.

მისივე თქმით, თუკი 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული და მხარდაჭერა ვერ იქნა მოპოვებული, საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუ ცესკო-ს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი წარმოგიდგენთ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. მოგეხსენებათ, დასკვნით ეტაპზეა 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელება. წელიწადზე მეტი მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ძალიან აქტიური პროცესი საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ვიცით ისიც, რომ სხვადასხვა პუნქტებთან მიმართებაში არის ძალიან პოზიტიური დასკვნები, თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს, როდესაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ევროკომისიის მიერ წინასწარი დასკვნის დადება, რის საფუძველზეც, დეკემბერში საქართველომ სამართლიანად, დამსახურებულად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზაფხულში მოხდა 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელების შუალედური შეფასება, რომლის საფუძველზეც, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვა დამატებით საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ გასული წლიდან მოყოლებული, 2022 წლის ბოლომდე მმართველი გუნდის ინიციატივით აქტიურად მიმდინარეობდა საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელშიც რადიკალები ხელოვნურად არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური დასკვნა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან, ასევე გავითვალისწინეთ მაქსიმალურად ჩვენი ოპონენტების მხრიდან წარმოდგენილი წინადადებები, რის საფუძველზეც 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ძალიან მაღალი კონსენსუსით და ფართო მხარდაჭრით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, მთავარ პრობლემად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩა ის, რომ პრეზიდენტთან არსებული ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის კონკრეტული მექანიზმი ჩიხურ პროცესში იყო შესული. ეს პროცესი წინ ვერ მიდიოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი პერიოდი იყო დარჩენილი. „სწორედ ამან გვიბიძგა იმისკენ, რომ მმართველმა გუნდმა შესთავაზა საზოგადოებას უფრო გამჭვირვალე, ღია, მოქნილი, ჩართულობაზე ორიენტირებული კონკრეტული სქემა, საკანონმდებლო ცვლილებებით განმტკიცებული, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევამ პარლამენტში გადმოინაცვლა პრეზიდენტის უშუალო წარმომადგენლის მონაწილეობით. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვეტოც დავძლიეთ, თუმცა, ჩვენთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთი ის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს და განხორციელდეს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ვაკანტური წევრების შერჩევა მაქსიმალური გამჭვირვალეობით, ღიაობით და ჩართულობით, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წელიწადზე ოდნავ მეტი დარჩა არჩევნებამდე და იმ ცვლილებებით, რომელიც 2022 წლის ბოლოს განხორციელდა, საკმაოდ ბევრი საორგანიზაციო საკითხია გასატარებელი, მათ შორის საზოგადოებას შევახსენებ, საუბარი გვაქვს სრულიად ახლებურ საარჩევნო სისტემაზე, რაც უკავშირდება ელექტრონული მარეგისტრირებელი და ელექტრონული მთვლელი აპარატების მეშვეობით კონკრეტული არჩევნების ჩატარებას 2024 წლის ოქტომბერში. ამიტომ, ამ პროცესებს სჭირდება სრულად გამართული, მოქმედი და უფლებამოსილი ცენტრალური საარჩევნო კომისია.

შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შუალედურ შეფასებაზეც იყო კონკრეტული მოსაზრებები გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც განხორციელდება შემდეგი სქემა. ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს აირჩევა 5 წლის ვადით ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო წევრები, ეს რაოდენობა ანუ, ანუ კვორუმი იზრდება და იქნება 3/5 – ი ამ პროექტის მიხედვით, ანუ, 90 ხმაზე იქნება ორიენტირებული, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმის დაგროვება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი არის უკვე 76 ხმა და ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება შესაბამისი კანდიდატებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი 76 ხმაც ვერ იქნა ორგანიზებული და მხარდაჭერა ვერ იქნა მოპოვებული, წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე ეს საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუ ცესკო-ს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია ცესკო-ს მალევე დაკომპლექტება წლის ბოლომდე, რომ ცესკო უფლებამოსილი, გამართული და სრულად ფუნქციონირებადი იყოს იმ კანონმდებლობის განსახორციელებლად, რომელიც მივიღეთ 12 პუნქტიანი გეგმის ფორმატში, ჩვენ ვაინიცირებთ ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით და ორი კვირის თავზე, პლენარულ სხდომებზე ჩვენ სამივე მოსმენით ვაპირებთ, რომ ეს საკითხი გავიტანოთ. ამავდროულად, თუკი ჩვენს ოპონენტებს ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე დამატებითი წინადადებები ან შემოთავაზებები ექნებათ, რა თქმა უნდა, დრო საკმარისია მათ წარმოსადგენად. აქვე ვიტყვით, რატომ ვაკეთებთ დამატებით ამ ცვლილებებს ახლა, გარდა იმისა, რომ მთავარი მიზეზი არის ცესკო-ს დროული დაკომპლექტება და სრულფასოვანი ფუნქციონირება, მოგეხსენებათ, რომ ეუთო/ოდირის სარეკომენდაციო პრინციპები ითვალისწინებენ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და არა საარჩევნო წელს, რომ არ იყოს მიღებული კანონმდებლობაში საარჩევნო კანონმდებლობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ცვლილებები. სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს, დღის ბოლომდე უკვე ოფიციალურად საკანონმდებლო ინიციატივის სახით დარეგისტრირდება და შემდგომი ბიურო უკვე ამას განიხილავს და შესაბამის კომიტეტებს დააწესებს. სექტემბრის ბოლომდე მიღებული იქნება ეს ცვლილებები და ჩვენ მზად ვართ ამ განხილვებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,953 ნახვა