GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა

ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას რომ გასაუბრებოდნენ, კითხვა რომ დაესვათ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„3 საათზე და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა მოხდაო, პირველ 5 წუთში ისეთ რაღაცეებზეა საუბარი, რაზეც საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს ძალიან მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, ფრაგმენტებად ამოქონდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, რეებს კადრულობთ. ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ? რეებს აკეთებთ, შოვზე ამას როგორ იგონებთ და კადრულობთ, დაწყნარდით ცოტა თუ შეიძლება. იმაზე ვილაპარაკოთ, 2006 წლიდან რაც ჩამოანგრიეთ მთლიანად და სისტემა გააუქმეთ. მაია ბითაძე ლაპარაკობდა, 2014 წლიდან როგორ მიდის აწყობა, წინასწარი გაფრთხილების სისტემას რამდენი კომპონენტი უნდა და რამდენია უკვე თბილისში, რეგიონებში, რაჭაში. ხე-ტყის მოჭრა რა შუაშია, 65 ჰექტარი ყინული მოწყდა, საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი? რაღაც ხომ არსებობს მართლა, შუბლის ძარღვი და მორალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა